“გვარამიამ ჩვენება დაუყონებლივ უნდა მისცეს, რომელმა პროვოკატორმა დაურეკა და დამატებით ცეცხლს ნავთი დაასხა?”

1445444090659918ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი ამბობს, რომ ნიკა გვარამიამ ჩვენება დაუყოვნებლივ უნდა მისცეს.
„გვარამიამ ჩვენება დღესვე უნდა მისცეს, მას რომელმა იდიოტმა, ან რომელმა პროვოკატორმა, ან რომელმა გაიძვერამ დაურეკა და დამატებით ცეცხლს ნავთი დაასხა? ან იქნებ, გვარამია იტყუება. გვარამია არ არის რიგითი ადამიანი“ – განაცხადა ვოლსკიმ.

ფრაქციის ერთ-ერთი ლიდერს უკვირს, რატომ აქტიურობს გვარამია და სად არიან არხის ხელმძღვანელები.

„აქ ერთი მთავარი საკითხია – არის თუ არა ეს პროცესი პოლიტიკურად მიზანშეწონილი და ეძლევა თუ არა „რუსთავი 2“-ს, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილს საშუალება იმისა, რომ დაძაბულობის ესკალაცია მოახდინოს? – რასაკვირველია, ამის საშუალება ეძლევა და აქედან გამომდინარე, ამის პოლიტიკური მიზანშეწონილობა არ არსებობს” – თქვა მან.