სენსაციური აღმოჩენა – ნაპოვნია ადოლფ ჰიტლერის საფლავი

ადოლფ ჰიტლერი

ტელეკომპანია НТВ გერმანიის ფიურერის ადოლფ ჰიტლერის შესახებ სენსაციურ აღმოჩენას ახმაურებს. 

 ტელეკომპანიის ინფორმაციით, ჰიტლერის საიდუმლო ორეულად ცნობილი პირის საფლავი არა ორეულს, არამედ თავად ფიურერ ჰიტლერს ეკუთვნის.

  “არსებობდა პირი, რომელიც ადოლფ ჰიტლერს ერთი-ერთში ჰგავდა. ჰიტლერის საიდუმლო ორეულის სახელით ცნობილი პირი ევროპელი იყო. იგი თითქმის 40 წლის განმავლობაში ჩრდილოეთ ამერიკის სხვადასხვა ქალაქებსა და სოფლებში იმალებოდა, ასევე იცვლიდა გარეგნობას და სახელებს. მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ დაიწყო განსაცვიფრებელი საიდუმლოს გახსნა, რამაც შესაძლოა მსოფლიო შეძრას. ჩრდილოეთ ბრაზილიის შტატ მატუ-გროსუში მდებარე ფიურერის ორეულის საფლავი ორმა ადგილობრივმა გლეხმა ნიჩბებით გათხარა. შესაძლოა გაირკვეს გლობალური სენსაცია, რაც მსოფლიო საზოგადოების გაოცებას გამოწვევს”,- იუწყება ტელეკომპანია.

 მათივე ინფორმაციით, ჰიტლერის ნეშტი ბრაზილიაშია დაკრძალული და არაა გამორიცხული ბრაზილიაში ნაპოვნი საფლავი არა ჰიტლერის ორეულს, არამედ თავად ფიურერს ეკუთვნოდეს.

 დღემდე არავინ იცის რა მოხდა ადოლფ ჰიტლერის გარდაცვალების დღედ ცნობილ 1945 წლის 30 აპრილს. ვარაუდობენ, რომ ჰიტლერი არა მისი გარდაცვალების დღედ ცნობილ დროს, არამედ გაცილებით გვიან გარდაიცვალა.