“ივანიშვილი საქართველოს პატრიოტია”-მილიარდელი ჩერნოვეცკი

pageუკრაინელმა მილიარდელმა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა ჟურნალის ინგა გრიგოლიას ინტერვიუში მან მილიარდელ ივანიშვილზეც ისაუბრა:
„მე ვიცნობ ივანიშვილს პირადად, მაგრამ მასზე ინფორმაცია მხოლოდ მე მაქვს პრესით და იქედან თუ რა გაუკეთა საქართველოს, ის ფიანტროპია და საქართველოს პატრიოტია, ამაზე მეტყველებს მის მიერ საქართველოზე დახარჯული მისი უზარმაზარი ფული, მე არმ ინდა ვინმე ვაქო, ვიცი რომ ძალიან მდიდარია და აქვს ქვეყნის განვითარების თავისი გეგმა, მე ვიცი რომ მას რეალურად უნდა შეცვალოს საქართველო და აქ გარკვეული მიღწევაც, ქვეყანა უფრო დემოკრტიულია, რაც შეეხება ეკონომიკურ პოლიტიკას არ ვიცი ის ხელმძღვანელობს თუ არა ეკონომიკურ პოლიტიკას, მას რომ ჩემ პოლიტიკაში მოსვლაზე ცუდი რეაქცია ქონოდა აუცილებლად გაივგებდი, რამე პრობლემას შევამჩნევდი თუმცა მსგავის არაფელი ხდება, როგორც ჩანს ჩემ პოლიტიკაში მოსვლაზე ივანიშვილს ნორმალური რეაქცია აქვს.
პარლამენტში თქვენთან პრეზერვატივების საკითხს განიხილავენ მაშინ როცა მადენი პრობლემაა ქვეყანაში, ეს სისულელეა მეტი საქმე არ აქვთ, უმნიშვნელოვანესია ხელისუფლებამ აიღოს წარმატებული ქვეყნის მაგალითები და რეალურად იფიქროს ეკონომიკის განვითარებაზე, მაგალითად შექმნას თავისუფალი ზონები, რეგიონში ხალხს საჭმელი არ აქვს, რატომ არ კეთდება თავისუფალი ეკონომიკური ზონა ნული გადასახადით, მსოფლიოში არსებული მოდელებიდან უნდა გადმოიღონ საქართველოსთვის შესაბამისი, ჩემი აზრით შეიძლება ეს იყოს შვეიცარიის მოდელი , იქ ყველაზე მდიდარი ხალხი ცხოვრობს, წარმოიდგინეთ მეეზოვეს ათი ათასი აქვს ხელფასი და ყველა მუშაობს, რატომ არ შეიძლება მათი კანონებიც აქ შემოვიღოთ განსაკუთრებით კი ინვესტიციების დაცულობის კუთხით.
ვიმედოვნებ გუნდთან ერთად შევალ პარლამენტში, თუმცა ვნახოთ როგორც გამოვა, ჯერ გუნდის ფორმირება არ დამისრულებია , პარლამენტში კი ვითანაშრომლებ ყველასთან ვისთვისაც ჩემი ინიციატივა მისაღები იქნება.“-განაცხადა ჩერნოვეცკიმ.

სრული ინტერვიუ იხილეთ ლინკზე: “ტვ პირველი”