ტოპ-10 საუკეთესო ეროტიკული ფილმი ქალებისთვის

გთავაზობთ 10 ეროტიკულ ფილმს, სადაც სექსის სცენები გემოვნებით, მგრძნობიარედ და სექსუალურადაა გადმოცემული.

1. „მდივანი ქალი“ – ეს ფილმი მოეწონებათ მათ, ვისაც „სადო-მაზო“ სექსუალური თამაშები იზიდავთ. მთავარ როლს მეგი გილენჰალი ასრულებს, რომელიც მუშაობას იწყებს წარმატებულ იურისტთან. მას ჰყავს მეგობარი მამაკაცი, მაგრამ ბოსთან ურთიერთობა უწყინარი ფლირტიდან მალე იზრდება ნამდვილ ვნებაში.

1

2. „ჰენრი და ჯუნი“ – სექსუალური ისტორია, რომლის მთავარი გმირები არიან მეოცე საუკუნის მწერლები ჯენრი მილერი და ანაის ინი.

2

3. „დაწექი ჩემთან“ – ფილმი დამოუკიდებელ და ძლიერ ქალზე მოგვითხრობს, რომელიც მამაკაცებს ერთი ღამით სექსისთვის იყენებს. მაგრამ ყველაფერი იცვლება, როდესაც ის ტემპერამენტიან დევიდს გაიცნობს. ქალი სექსის მგრძნობიარე და ამოციურ მხარეს ეცნობა.

3

4. „ძირითადი ინსტინქტი“ – ეროტიკული ჟანრის ნამდვილი კლასიკა. ბევრი ქალისთვის ეს ფილმი ყველაზე ლამაზი და სექსუალურია. ფილმის ნახვა ღირს თუნდაც იმ სცენისთვის, რომელშიც შერონ სტოუნის გმირს კუნილინგუსს უკეთებს მაიკლ დუგლასის გმირი.

4

5. „9 1/2 კვირა“ – კიდევ ერთი კლასიკა. მსოფლიოში ყველაზე ცნობილი სტრიპტიზის სცენა და ყველაზე ლამაზი წყვილი – მიკი რურკი და კიმ ბესინჯერი. თუ სექსში შენთვის დღემდე არსებობს ტაბუ და მოდუნება გჭირდება, ეს ამაღელვებელი ფილმი ნამდვილად შენთვისაა!

5

6. „ცდუნება“ – მთავარ როლებში ანტონიო ბანდერასი და ანჯელინა ჯოლი. ფილმის მთავარი რეკლამა სწორედ ამ ორი მსახიობის სახელი და გვარია. ჯოლი და ბანდერასი საწოლში, ერთობლივი ორგაზმი – ეს უკვე არის იმის მიზეზი, რომ ფილმის ყურება ახლავე დაიწყოთ!

6

7. „სასოწარკვეთილი“ – უხეშად რომ ვთქვათ ეს მძაფრსიუჟეტიანი ფილმია, სადაც ბევრ სისხლს ნახავთ. მაგრამ ამ ყველაფერს დაგავიწყდებთ ინტიმური სცენა ბანდერასის და სელმა ჰაიეკის მონაწილეობით, სადაც სექსუალურ სათამაშოებად ცივი იარაღი გამოიყენება. საშიში, მაგრამ სექსუალური – შესანიშნავი შერწყმაა!

7

8. „შავი გედი“ – სადაო და რთული ფილმი, რომელიც გაჟღენთილია სექსუალური დაძაბულობით. „პრობლემა“ იჭრება ნატალი პორტმანის და მილა კუნისის ინტიმური სცენით. როგორც ამბობენ, ნამდვილ ვნებას სქესი არ აქვს. ამ ფილმის შემდეგ შესაძლებელია ორიენტაციის შეცვლაც კი მოგინდეთ – თუმცა რა თქმა უნდა ეს სურვილი ვერ გასტანს დიდხანს.

8

9. „დედაშენიც ასევე“ -მექსიკური ისტორია სამთა სიყვარულის შესახებ. ორი მამაკაცი და ერთი გოგონა. ფილმი იმითაცაა საინტერესო, რომ მთავარი გმირები დასაწყისში ერთმანეთს უზიარებენ საკუთარ სექსუალურ ისტორიებს, რაც ერთგვარი პრელუდიაა მათ შორის მომავალში განვითარებული ინტიმური კავშირისთვის.

9

10. „ინტიმი“ – ქალი მიდის მამაკაცთან ყოველ კვირას და მის ვიზიტებს ერთადერთი დანიშნულება აქვს – მხოლოდ სექსი! ერთხელაც მამაკაცი უკან გაჰყვება მის უცნაურ საყვარელს…დამაინტრიგებელი და პროვოკაციული ისტორია. თუ მოგწონს სექსი ვალდებულებების გარეშე, ეს ფილმი ნამდვილად შენთვისაა.

10