სკანდალი: “დამყვებოდა შავი ჯიპი, სუს-ი მოქმედებაშია”- გადაბაძის ახალი განცხადება (ვიდეო)

13fgdsgdfgfბაია გადაბაძე ,მის მიმართ განხორციელებულ თვალთვალზე საუბრობს და აცხადებს, რომ “მაესტროს” ეზოდან იუსტიციის სახლამდე დაყვებოდა შავი ჯიპი, რომელიც მას ფოტოებს უღებდა. ეს სკანდალური განცხადება გადაბაძემ “ტვ პირველის” ეთერში, ჟურნალისტ ინგა გრიგოლიასთან პირდაპირი ჩართვის დროს განაცხადა. გადაბაძემ პარტნიორთა კრების დეტალებზეც ისაუბრა და იმ შეთავაზების შესახებ გააკეთა განმაფტება, რომელიც მან ძმები გაჩეჩილაძეებისგან მიიღო. გადაბაძე ამბობს, რომ მას არ სჯერა ქველმოქმედების ტელევიზიაში, ვერ იღებს პასუხს ფულის წარმომავლობის შესახებ და ამ კუთხით აქცენტს აკეთებს ირაკლი რუხაძეზე, რომელმაც მისივე თქმით, ტელეკომპანია იმედიდან დაუსაბუთებლად გაუშვა თანამშრომლები და დახურა გადაცემები, მათ შორის “რეაქცია”. ბაია გადაბაძე აცხადებს, რომ შენობა, საიდანაც ამჟამად ტელევიზია მაუწყებლობს, შპს სტუდია “მაესტროს” არ ეკუთვნის, შესაბამისად იქ ახალი ხელმძღვანმელობა ვერ შევა. არხის გენერალური დირექტორი ტელევიზიის თანამშრომლებზეც საუბრობს.