“დეპუტატ თოფაძის განცხადება ამაზრზენია”-გაბაშვილი

კოტე გაბაშვილინაციონალური მოძრაობის წევრი კოტე გაბაშვილი თოფაძის განცხადებას ეხმაურება.

“დეპუტატ თოფაძის განცხადება პრეზიდენტის მიმართ მართლაც ამაზრზენი იყო. შეურაცხყოფასთან ერთად, რაც მან მიაყენა დაუნის სინდრომით დაავადებულ ადამიანებს, დეპუტატის გამონათქვამი მიმართული იყო პირადად მარგველაშვილისთვის ტკივილის მისაყენებლად. ეს ყოველგვარ წითელ ხაზს გადაცდომილი თუ წელქვეითდარტყმის ტოლი საქციელია. მაგრამ, თქვენი ყურადღება მივაქციოთ თოფაძის მიერ სიტყვაში გაჟღერებულ სახვა ადგილებსაც, რომელიც სრულიად გამოხატავს არა მხოლოდ ამ პერსონის მიერ საკუთარი ბიზნეს ინტერესების დაცვის ცუდად შეფუთულ კონცეფციას, რაც მისი მრავალი წლის სიტყვარის გამონაჟონი არის ხოლმე. არა მხოლოდ ვითომ მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის “ზრუნვას” გენმოდიფიცირებული პროდუქციის წინააღმდეგ, რაც მეცნიერულად დაუსაბუთებელია, თან ცინიკურია მისი ლუდის ფონზე. არა, მხედველობაში მაქვს მის მრავალწლიანი ბრძოლა მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის, სხვა დახმარების ფონდებისა თუ ევროპელი და ამერიკელი ექსპერტების წინააღმდეგ, რაც პირდაპირ რუსული იმპერიალისტური პოლიტიკის რიტირიკის გაგრძელებაა და საქართველოს, სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების განვითარების პროცესის საწინააღმდეგოა. ლობისტობა ასეთი პოზიციისა ცრუ პატრიოტული რიტორიკით პირდაპირი გზაა ქვეყნის ეკონომიკური კოლაფსისკენ, რაც იმპერიული რუსეთის ამოცანაა, მისი ხელშეწყობაა. დაუმატეთ ამას ანტი-ნატოური რიტორიკა და წრე შეიკვრება. სამწუხაროა, რომ საქართველოში უფრო მეტი, თუმცა დამსახურებული ხმაური ტყდება თოფაძის პიროვნული და უცოდინარობით დატვირთული გამონათქვამის გამო და არაფერი ისმის პოლიტიკურად სახიფათო პოზიციის გამო, რომელიც ამავე გამოსვლაშიც ძალუმად იყო წარმოდგენილი.”_განაცხადა გაბაშვილმა.