ახალი კამპანია: “საქართველოს პრეზიდენტს სძულს თავის სამშობლო”-პრეზიდენტის პასუხი თოფაძეს

გიორგი მარგველაშვილისაქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, “ქართული ოცნება-მრეწველების” თავმჯდომარის გოგი თოფაძის მიერ გაკეთებულ იმ გამოსვლას ეხმაურება, სადაც თოფაძემ განაცხადა, რომ „პრეზიდენტმა ქართული საზოგადოება დაუნებს შეადარა.“როგორც მარგველაშვილმა ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში , გადაცემა “მაესტროს ფაქტორში” განაცხადა, მის წინააღმდეგ ახალი კამპანია დაიწყო სახელწოდებით -„პრეზიდენტს სძულს თავის ქვეყანა.“ ქვეყნის მთავარსარდალი ამბობს, რომ მისთვის რთულია მსგავსი თავდასხმების კომენტირება და უფრო მეტიც მარგველაშვილი თქმით, ის მსგავს შეფასებებს არ უღრმავდება.

“კამპანა, რომელიც გუშინ დაიწყო, კამპანია ახალი სახელწოდებით, რომ საქართველოს პრეზიდენტს სძულს თავის სამშობლო, ამ ლოზუნგით დაწყებული ახალი კამპანია, ჩემს წინააღმდეგ. ეს ხომ არ არის პირველი კამპანია, ჩვენ ეს ადრეც გვესმოდა. მე გამოვაცხადე 2015 წელი ქალთა წლად და დაიწყო კამპანია, რომ საქართველოს პრეზიდენტს უნდა, რომ ქალები ციხეში იჯდნენ. როდესაც მე ვსაუბრობდი სახვადასხვა საკითხებზე დაიწყო კამპანია, რომ საქართველოს პრეზიდენტს ფუფუნება უყვარს. მე მახსოვს კამპანია, რომ საქართველოს პრეზიდენტი შეკრულია “ნაციონალურ მოძრაობასთან”. ეს არ არის პირველი კამპანია. ეხლა ახალი ლოზუნგით გვაქვს კამპანია, რომ საქართველოს პრეზიდენტს სძულს თავის სამშობლო. მე მიჭირს ამ კამპანიების ტალღების კომენტირება, ან მათი მიზეზის განსაზღვრა, არც ვუღრმავდები ამ საკითხებს. საწუხაროა ის, რომ ეს პოლიტიკის ნაწილი არ არის. ეს პიარის ნაწილია, რომელიც პოლიტიკას არ უკავშირდება. გუშინ პარლამენტში გამოსვლისას ალბათ საკრიტიკებელი იყო ჩემი წინადადებები, მაგრამ რეალურად ხომ კრიტიკა არ ისმოდა,“-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.