პრეზიდენტის თქმით, საარჩევნო რეფორმების დაწყება საჭიროა დღესვე (ვიდეო)

გიორგი მარგველაშვილისაარჩევნო სისტემის რეფორმებზე ისაუბრა პრეზიდენტმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენების დროს. მისი თქმით საარჩევნო ცვლილებები 2016 წელს უნდა მოხდეს.

“მოვუწოდებ პოლიტიკურ სპექტრს საარჩევნო ცვლილება 2016 წელს განახორციელოს, რადგან არა მარტო 2016, არამედ 2017-ც, 2018-ც საარჩევნო წელია და ბუნებრივია ის ცვლილებები, რომელზეც ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ, იქნება ეს საკანონმდებლო ცვლილებები, თუ საარჩევნო სისტემის ცვლილებები, როემლიც უნდა განხორციელდეს მომავალი არჩევნებისთვის არ უნდა გადავიტანოთ ისე, რომ მუდმივად ფორსმაჟორში ვახორციელებდეთ ამ უმნიშვნელოვანეს ცვლილებებს. საარჩევნო რეფორმების დაწყება საჭიროა დღესვე“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

შეცდომა
This video doesn’t exist