ციხისძირში ივანიშვილი უნიკალური ხეების გატანას მალე დაიწყებს (ფოტო+ვიდეო)

ბიძინა ივანიშვილიციხისძირში მძიმე ტექნიკა ბოლო სამუშაოებს ასრულებს. რამდენიმე დღეში სანერგე მეურნეობიდან უნიკალური ხეების გატანა დაიწყება. ასწლოვანი ნარგავების ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ პარკში გადარგვის საფრთხეებზე საუბრობენ სპეციალისტები. გარემოს დამცველები ვარაუდობენ, რომ უნიკალური ხეები გადატანის პროცესში შესაძლოა ისე დაზიანდეს, რომ შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში ვეღარ გაიხაროს.

კომპანია ზიმოს ხელმძღვანელი ამტკიცებს, რომ უნიკალური ჯიშის ხეები რომლიც ციხისძირიდან შკვეთილში ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისთვის გადააქვთ არ დაზიანდება. ციხისძირის ყოფილი სანერგე მეურნეობის ტერიტორიიდან ხეების გატანის პროცესი რამდენიმე დღეში დაიწყება მანამდე კი ადგილზე მძიმე ტექნიკა ბოლო სამუშაოებს ასრულებს.

ოფიციალური ინფორმაციით სამი ძირი გიგანტური ხის ამოღების უფლება აჭარის მთავრობამ 31 დეკემბერს კომპანია ზიმოს მისცა. კომპანია ბიძინა ივანიშვილის დაკვეთას ახორციელებს, რომელსაც ეს უნიკალური საუკუნოვანი ნარგავები შეკვეთილში საკუთარ ტერიტორიაზე დენდროლოგიური პარკის მოსაწყობად გადააქვს.

შეცდომა
This video doesn’t exist