“ჩერნოვეცკი VS გრიგოლია”-მილიარდელი ჟურნალისტის კითხვებმა გააღიზიანა

pageუკრაინელმა მილიარდელმა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა ჟურნალის ინგა გრიგოლიას და მის სამომავლო პოლიტიკურ გეგმებზე და მოლოდინებზე ისაუბრა .
თავდაპირველად ინტერვიუ მშვიდ ვითარებაში წარიმართა , თუმცა მილიარდელი კონკრეტულად ორმა კითხვამ გააღიზიანა, თუ რატომ გადაწყვიტა პოლიტიკაში მოსვლა , რა უნდოდა რადგან ის უცხო არის ამ ქვეყნისთვის და რა არ ყოფნიდა, ხოლო მეორე კითხვა იყო თუ რამდენი მილიარდი ქონდა მას, რაზეც მილიარდელმა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ უპასუხა:
-მე მინდა ცხოვრებაში სრული თვით რეალიზაცია, მაქვს დიდი პოლიტიკური გამოცდილება, ოთხჯერ ვიყავი უკრაინის უმაღლესი საბჭოს წევრი, ორჯერ კიევის მერი , პრაქტიკულად 20 წელია პოლიტიკაში ვარ, არ შემიძლია გურგრილად უყურო იმ ქვეყნის პრობლემებს, სადაც ვცხოვრობ და რომლის მოქალაქეც ვარ, მდიდარ ადამიანებს ახასიათებთ პოლიტიკაში მოსვლა მაგალითად : ბლუმბერგი, ტრამპი.
იცით რა უცნაურია თქვენი ტონი, რომლითაც მესაუბრებით და მეუბნებით რომ მე ყველაფერი მაქვს და რა მინდა ახლა.
მე მიყვარს ეს ქვეყანა ინტერესი იმის მიმართ რასაც მე ვამბობ დიდია მე ვაპირებ ვეურთიერთო ამომრჩეველს პრესისა და facebook გზით, მაგალითად facebook დავპოსტავ და ამ პოსტს თითქმის მილიონი ადამიანი ნახულობს, ვაპირებ ხალხს გავაცნო როგორ წარმომიდგენია ამ ქვეყნის განვითარება.
თქვენ არ გესმით მე 1976 წელს დავსახლდი საქართველოში, როცა ცოლად მოვიყვანე ქართველი , მისგან მყავს ორი შვილი და რვა შვილიშვილი, ყველას აქვს ქართული სისხლი,საქართველო მე უკეთ ვიცი ვიდრე ქართველების 99 %, ეს ჩემი ქვეყანაა, აქ ვაპირებ ცხოვრებას სიცოცხლის ბოლომდე.
-თქვენ ამ მილიარდებს განიხილავთ როგორც უბრალო ადამიანი , განიხილავთ როგორც დოლარს , მილიარდი ბევრი ფულია, მე ბევრი მილიარდი არ მაქვს , საერთოდ ამაზე არ საუბრობენ , ეს ცარიელი სიტყვებია ამაზე არ საუბრობენ , მაშვინ უნდა დაჯდე და ბუღალტრულად უნდა ითვალო , ასეთ სახლებ არ აშენებენ სხვადასხვა ქვყენებში ჯერ ერთში იცხოვრონ მერე მეორეში , ვიმეორებ მე აქ ვაპირებ ცხოვრებას ბოლომდე.

სრული ინტერვიუ იხილეთ ლინკზე: “ტვ პირველი”