მოვუსმენ ანგარიშს, თუ საინტერესო და მისაღები იქნება, შევაქებ კიდევაც,”-მეჭიაური პრეზიდენტზე საუბრობს

თამაზ მეჭიაური

მმართველი გუნდი პრეზიდენტის მოსასმენად მზად არის. როგორც უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი ამბობს, პრეზიდენტის ანგარიში პარლამენტში „აკადემიურად“ უნდა ჩატარდეს.

„ამ თემაზე რამდენი უნდა ვისაუბროთ, მოვრჩეთ რა, მოდის ეს დღე, უნდა ჩავატაროთ აკადემიურად,“ – განაცხადა გია ვოლსკიმ.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაურიც ღიად ამბობს, რომ ის პრეზიდენტს წინასწარ კრიტიკული განწყობით არ ხვდება, თუმცა თუკი გიორგი მარგველაშვილი მისთვის მიუღებელ განცხადებებს გააკეთებს მის გაკრიტიკებას არ მოერიდება.

„მოვუსმენ ჯერ ანგარიშს, თუ საინტერესო და მისაღები იქნება, მე ახირება კი არ მაქვს, შევაქებ კიდევაც. წინასწარ რა მომეწონება ამას ვერ ვიტყვი, ხო არ ვუკარნახებ, მერე ვაითუ გაითვალისწინოს და ზემოქმედებად ჩამოთვლიან მერე,“ – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.