“მილიარდელი სააკაშვილის ხელისუფლებას აფასებს”

pageმილიარდელმა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა ჟურნალის ინგა გრიგოლიას და მის სამომავლო პოლიტიკურ გეგმებზე და მოლოდინებზე ისაუბრა .
გრიგოლიამ მილიარდელს კითხვა მიხეილ სააკაშვილის შესახებაც დაუსვა, ჟურნალისტმა ასევე თხოვა შეეფესებინა მას სააკაშვილის და ივანიშვილის მმართველობის პერიოდი:
საქართველოში თქვენ გადმოხვედიტ საცხოვრებლად მიხეილ სააკაშვილის დროს, ფაქტია რომ ის არ დაუშვებდა კიდევ ერთი ოლიგარქის დაფუძნებას ქვეყანაში კონკრეტული ინტერესების გარეშე, რა ურთიერთობა გაქვთ ამ ეტაპზე სააკაშვილთან და შეიძლება თუ არა იმის თქმა რომ თქვენ იქნებით მისი პარტნიორი ქართულ პოლიტიკაში?
-მე არანაირი ურთიერთობა არ მაქვს სააკაშვილთან სულ ბოლოს ბათუმში შემთვევიტ შევხვდი , როდესაც ჯერ კიდევ პრეზიდენტი იყო, მე არვარ ოლიგარქი, ოლიგარქი ესაა ადამიანი რომელიც ხელისუფლებასთან თანამშრომლობს და გარიგებულ ტენდერებს იგებს, მე ვიცხოვრე უკრაინაში სხვადასხვა ხელისუფლების დროს ისე რომ არ მიმუშავია მათთან ტენდერების მოსაგებად, ასე რომ დამიძახოთ ოლიგარქი თქვენი მხრიდან არა ლამაზი და სწორი, თქვენ შეგიძლიათ დამიძახოთ მდიდარი ადამიანი და არა ოლიგარქი, კიევის მერის პოსტზე მე ბევრი გაუკეთე საქართველოს, ჩემი ფულით ავაგე რუსთაველის ძეგლი, გამოუყავი მიწა საქართველოს საელჩოს , ამიტომ სააკაშვილმა დამაჯილდოვა თავის დროზე ღირსების ორდენით, რომელიც შემდეგში სადღაც დავკარგე, მე ჩამოვედი საქართველოში 6 წლის წინ როცა ჯერ კიდევ კიევის მერი ვიყავი ჩემს მომავალ მეუღლესთან ერთად და არ მიკითხავს საქართველოში მეცხოვრა თუ არა საქართველოში, ბევრი მქონდა წაკითხული პრესაში რომ აქ იყო დემოკრატია, მაგრამ სამწუხაროდ ყველაფერი ისე არ აღმჩნდა როგორც მეგონა, ქვეყანას ერთი ადამიანი მართავდა და მისი წესებით ცხოვრობდნენ, სხვათაშორის მაშვინ ნორმალურად შემხვდნენ, მთავაზობდნენ გარკვეულ მომსახურებასაც, შემეძლო მიწაც კი მიმეღო უფასოდ რადგან ჩემი აქ ცხოვრება ამ ქვეყნისთვის იქნებოდა დიდი რეკალამა, მე კი მიწა ვიყიდე და არც არაფელი მითხოვია სააკაშვილისთვის, რაღაც საინვესტიციო პირობებსაც მთავაზობდნენ მაგრამ მე არ ვთვლი რომ ეს ქვეყანა ინვესტორებისთვის მომხიბლავია, იმიტომ რომ სქართველო არ ცხოვრობს ევროპილი კანონმდებლობით, საქართველო არის ჩვეულებრივი პოტსაბჭოთა ქვეყანა, სადაც ინვესტორის უფლებები ნორმალურად დაცული არაა, ინვესტორს კანონი უნდა იცავდეს და თავისუფალი სასამართლო, ამდროს კი ინვესტორებს გმირებს უნდა უწოდებდნენ რადგან ამ ქვეყანაში ხალხს ძალიან უჭირს.
ხოლო რაც შეეხება შევაფასო მიშა და ბიძინა ეს არის ბავშური კითხვა, თუმცა ახლა უფრო მეტი დემოკრატიაა ვიდრე ადრე.“-განაცხადა ჩერნოვეცკიმ.

სრული ინტერვიუ იხილეთ ლინკზე: “ტვ პირველი”