” ხაბაძე და მისი გუნდი თაღლითები არიან”-ჩერნოვეცკი

pageუკრაინელმა მილიარდელმა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა ჟურნალის ინგა გრიგოლიას და მის სამომავლო პოლიტიკურ გეგმებზე და მოლოდინებზე ისაუბრა .
ჩერნოვეცკი გრიგოლიასთან ექსკლუზიური ინტერვიუს დროს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეზე არჩილ ხაბაძეზეც ისაუბრა და მის მიერ დაპირებულ 500 ლარიან პენსიაზე:
„მე ვიცნობ არჩილ ხაბაძეს, თუმცა არ მიყვარს ოფიციალური ურთიერთობები, რაზე უნდა ვესაუბრო ხაბაძეს, ის მართავს აჭარას ,მე არ ვიცი რამდენად კარგად მართავს, ეს ხალხმა განსაჯოს, ვიყავით მასთან შევთავაზეთ დაფინანსება საქველმოქმედო მიმართულებით, მაგრამ მან არ მოინდომა, ამ მიმართულებით ყველასთან ვითანამშრომლებდი: მინისტრებთან , მერთანაც, მაგრამ მათ არ უნდათ არც ჩემი ფული და არც ჩემი ქველმოქმედება.
მე არასოდეს მქონია რაიმე კონტრაქტი სახელისუფლებო გუნდთან, იყო მცდელობა გარკვეული პოლიტიკოსების მხრიდან რომ მხარი დაეჭირათ ბავშთა სახლების პროექტისთვის აჭარაში, მაგრამ ძან პროვოკაციული ვარიანტი იყო, მათ უნდოდათ ჩემთან ერთად გამოსვლა ხელისუფლების წინააღმდეგ, სიმართლე გითხრათ არ ვიცნობ ქართველ პოლიტიკოსებს და არც ვინმეს ისეთს ვისზეც ვიტყოდი რომ რეფორმატორია და პატივს ვცემ , მე ვხედავ ქართულ სინამდვილეს ასე : საქართველო ღატაკი ქვეყანაა, ხალხი ძალიან ცუდათ ცხოვრობს, ამდენი გაჭირვებული უკრაინაში არ ცხოვრობს და ამ დროს ხალხზე ფიქრის ნაცვლად ერთმანეთს ებრძვის ორი მხარე, საქართველოში ეკონომიკურად არაფელი შეცვლილა, არც უსაფრთხოების კუთხით.
რაც შეეხება 500 ლარიან პენსიას, მოდით გეყვით საიდან ავიღებთ ჩვენ ამ ფულს, ყველას გვაქვს 200 ლარიანი დაზღვევა , არც თქვენ და არც მე დაზღვევა არ გვჭირდება, არ ჭირდება კიდევ ნახევარ მილიონ ადამიანს, მინისტრებს, მათ მოადგილეებს, ბიზნესმენებს, მერებს, თითქმის მილიარდია ეს თანხა, მე ჩემი თანამშრომლები დაზღვეული მყავს 500 ლარით, მათაც საყოველთაო დაზღვევა არ ჭირდებათ, იცით რას ვიტყვი არსებობს ბევრი თაღლითური ფონდი რომელიც უაზროდ ხარჯავს ფულს, რომელიც შექმნილია სხვადასხვა ჩინოვნიკის მიერ, აი მაგალითად ქობულეთის გამგებელი ხარჯავს ფეხბურთზე 2 მილიონ ლარს და ამ დროს მას ხალხი უკვდება ავადმყოფობითა და შიმშილით , რა დროს ფეხბურთზეა საუბარი ამ დროს ქობულეთში , რამდენი ასეთი გამგებელი, მერი და ჩინოვნიკია რომელიც ასე ხარჯავს ბიუჯეტის ფულს, ესეც მილიარდი ლარი, იმის ნაცვლად რომ პარლამენტში პენსიის გაზრდაზე ფიქრობდნენ ბუსუსებიან პრეზერვატივებზე მსჯელობენ, მე რომ კიევის მერად მივედი 1 მილიარდიანი ბიუჯეტი 5 მილიარდამდე გავზარდე , 49 მილიონ დოლარს ვიხდიდი პენსიებისთვის , მე გამოვძებნე ეს თანხა , რეალისტი ადამიანი ვარ რეალური იდეეით და ვიცი რა როგორ გაკეთდეს.
გადავიტვალოთ ბიუჯეტი და ვნახოტ თანხები რომელიც არასწორად იხარჯება, მათ შორის ეს პრემიერბი რომელსაც ეს მინისტრები და მათი მოადგილეები საკუთარი ხელით იწერენ ეს ყველაფერი უნდა გაუქმდეს.”-განაცხადა ჩერნოვეცკიმ.

სრული ინტერვიუ იხილეთ ლინკზე: “ტვ პირველი”