25% -იანი სადაო წილი – მამუკა ღლონტის განმარტება

მამუკა ღლონტიტელეკომპანია “მაესტროს” 25 %-იან სადაო წილთან დაკავშირებით, განმარტება გააკეთა, მაესტროს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ღლონტმა. ღლონტი აცხადებს, რომ გია გაჩეჩილაძის მიერ წილის გადაცემა, თავის დროზე ტელეკომპანიის დაყადაღების გამო ვერ მოხერხდა.

„ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც ავალდებულებს ხელმომწერს, შემდეგ გააფორმოს უკვე მთავარი ხელშეკრულება, რის მიხედვითაც მას ჩემთვის უნდა გადმოეცა ის 25% რასაც ფლობდა. ზუსტად ამ დროს ჩვენს წილებს დაედო ყადაღა და ბუნებრივია ის ვერ გადმოაფორმებდა და როგორც კი მოიხსნა ყადაღა ჩვენ მას მოვთხოვეთ ვალდებულების შესრულება, რაზეც უარი განაცხადა,“-განმარტა მამუკა ღლონტმა.