ვინ მფარველობს “ორბი ჯგუფს”

1492478კომპანია ორბი ჯგუფი მეპატრონე გიორგი ბიწაძე წლეების მანძილზე ეწევა სამშენებლო საქმიანობას. 2003 წლამდე ბიწაძე მცირე ბიზნესით იყო დაკავებული, მას გააჩნდა რამოდენიმე სავაჭრო ობიექტი, მათ შორის ლუდის ბარი “ჰეინიკენი” და ავტოსამრეცხაო.

2003 წლის რევოლუციის შემდეგ პრიორიტეტად მრავალ სართულიანი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა არჩია, შეიძინა ახალი პარტნიორი ზაზა ზოიძე, რომლის დახმარებითაც წარმატებებს მიაღწია.
ორბი ჯგუფის მიერ 2003-2012 წ.წ. ქ.ბათუმში გახორციელებული იქნა მრავალი სერიოზული პროექტი, მათ შორის “orbi residence”, “orbi plaza” და სხვა.

ab6267516b32f1b252518cc8a1c8e158_XLმიუხედავად წარმატებებისა ბიწაძესა და ზოიძეს შორის წარმოიქმნა უთანხმოება, საინტერესოა ის ფაქტი, რომ ბიწაძე ბიზნესს საქმიანობის დროს არჩევდა, რომ ყოველთვის ყოლოდა მფარველი ხელისუფლების მაღალი ეშელონებიდან ე.წ. “კრიშა”, რის სანაცვლოდაც კომპანია ყოველთვიურად სოლიდურ თანხას იხდიდა, რასაც ზაზა ზოიძე ეწინააღმდეგებოდა, რაც საბოლოოდ გახდა მათ შორის დაპირისპირების მიზეზი.

2003 წლამდე ბიწაძეს მფარველობას სერგო გოგიტიძე უწევდა, რევოლუციის შემდეგ მან ურთიერთობა დაამყარა აჭარის მთავარ პროკურორთან გიორგი მაისურაძესთან, ხოლო როდესაც ეს უკანასკნელი გაანთავისუფლეს თანამდებობიდან მან მფარველობის სანაცვლოდ კომპანიაში ერთერთ მოწილედ მიიყვანა ელგუჯა ………. , ბიწაძემ იცოდა  ელგუჯას ნათესაური კავშირი ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბებიასთან. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ახალ ხელისუფლებასთან ურთიერთობა საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრის ვალერი ხაფურძანიას მეშვეობით დაამყარა, დღეს კი ის ივანიშვილის და ღარიბაშვილის პრივილეგირებული ბიზნესმენია.