“თქვენ ხართ ნიკო ლორთქიფანიძის ნოველის პერსონაჟი, რომელსაც მონა ქვია !

oxy8ka5meabb11nპარტია “ახალგაზრდა რეფორმატორების” ლიდერი, ირაკლი ღლონტი დღეს პარლამენტში გოგი თოფაძის გამოსვლას ეხმაურება, სადაც მან პრეზიდენტი მკაცრად გააკრიტიკა და უმრავლესობის დეპუტატს ქართულ პარლამენტარიზმის ისტორიაში უდიდეს სირცხვილს უწოდებს:
“ბატონო დეპუტატო – თქვენ ხართ ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში უდიდესი სირცხვილი! ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე ხარბად ორიენტირებული ხართ მატერიალურ სიკეთეებზე და მზად ხართ საკუთარ ვიწრო ბიზნეს ინტერესებს შესწიროთ სახელწმიფო ინტერესები, მიითვისოთ და ისარგებლოთ სახელმწიფო ქონებით და შეურაცხყოთ ყველა ის, ვინც არაერთი ობიექტური მიზეზის გამო კრიტიკულია 1 მოქალაქის, თქვენი პატრონის მიმართ ! თქვენ ხართ ნიკო ლორთქიფანიძის ნოველის პერსონაჟი, ნოველის, რომელსაც მონა ქვია !
ყველაფერს გავაკეთებ, რომ თქვენი და თქვენისთანა სკაბრეზულად მოაზროვნე კატეგორიის ,,საქმოსნების” ადგილი აღარ იყოს ქართულ პოლიტიკაში!” – აცხადებს ირაკლი ღლონტი.