“SCANDAL: საქართველოში 150.000-ზე მეტ ადამიანს უკანონოდ უსმენენ”

მოსმენებისაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში კატეგორიულად უარყოფენ, რომ ქვეყანაში უკანონო ფარული სატელეფონო მოსმენები ისევ გრძელდება, თუმცა ძველი სისტემა, რომლითაც ადგილი ჰქონდა მასობრივად ფარულ მიყურადებას საქართველოში, დღემდე არ შეცვლილა.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი 2013 წელს ივანიშვილის ხელისუფლებამ შეისყიდა ახალი მოსასმენი აპარატურა რომლის მეშვეობითაც შს სამინისტროს ერთ ოპერატიულ მუშაკს შეუძლია 100-150_მდე ადამიანს მოუსმინოს ფარულად, ჯამში კი ეს რიცხვი 150.000-ზე მეტია.
საქსტატის მონაცემების მიხედვით საქართველოს მოსახლეობა 4.497 მილიონს შეადგენს, იგივე უწყების მონაცემებით 2015 წელს ქვეყნის მოსახლეობა 641. 900 შემცირდა , ასევე საქართველოდან ქვეყნის მოქალაქეების გადინება ყოველწლიურად გეომეტრიული პროგრესიით იზრდება, მათი რიცხვი 1. 607 .744 ადამიანს შეადგენს, საქართველოში ამასთანავე ოფიციალურად 700.000 პენსიონერია, ხოლო მოზარდთა რაოდენობა ქვეყანაში 309. 471 შეადგენს, შესაბამისად ამ რიცხვებს თუ ერთმანეთს გამოვაკლებთ შს სამინისტროს ინტერესის სფეროს 1.237.885. ადამიანი წარმოადგენს, აქედან კი 150.000 ათაზე მეტ ადამიანს, ისედაც უსმენენ იმ აპარატურით რომელშიც ივანშვილმა მილიონები გადაიხადა.

ამ არგუმენტს ისიც ამყარებს რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია და საქართველოში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების აზრით საქართველოში ფარული უკანონო მოსმენები ისევ გრძელდება.
ფაქტია რომ სკნადალურ ჩანაწერებს საქართველოს ხელისუფლება ავრცელებს ე.წ უკრაინული „ვიკილიქსის” მეშვეობით და ცდილობს ქართული საზოგადოება დააბნიოს .