არჩილ ხაბაძის სკანდალური ვიზიტები გრძელდება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ოფიციალური ფეისბუკის მეშვეობით ცნობილი ხდება რომ – კანადაში, ქალაქ მონრეალში აჭარის მთავრობის წარმომადგენელთა ოფიციალური ვიზიტი მიმდინარეობს. დელეგაციას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ხელმძღვანელობს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები კანადის მთავრობის წარმომადგენლებთან.
სამთავრობო ვიზიტი 17 აპრილამდე გაგრძელდება, კანადის მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრების დროს გაიმართება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, განათლებისა და ტურიზმის სფეროში დაგეგმილი პროექტების პრეზენტაცია, ასევე მოხდება აჭარის ა/რ საინვესტიციო გარემოს შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება.

კანადაში ქართული დელეგაცია სხვადასხვა სამინისტროების მუშაობის სპეციფიკას, მიმართულებებსა და პრიორიტეტებს გაეცნობიან,
როგორც ირკვევა სამთავრობო დელეგაციაში წარმოდგენილია:
ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე.
განათლების მინისტრის მოადგილე ლადო მგალობლიშვილი.
ბიზნესმენი ზაზა გოგოტიშვილი.
არჩილ ხაბაძის მრჩეველი, არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის ჟანგბადის ხელმძღვანელი ლევან ჯაში .

გავრცელებული ინფორმაციით მათთან ერთად იმყოფება ბიზნესმენი გია ჭყონია.

საზოგადოებითვის უცნობია თუ რა პრინციპით დაკომპლექტდა სამთავრობო კომისია და რატომ აღმოჩნდა მთავრობის წევრებთან ერთად ხელისუფლების პრივილეგირებული ბიზნესმენები.
გიორგი ჭყონია რომელიც არჩილ ხაბაძის ფავორიტი ბიზნესმენია და თითქმის ყველა მსხვილი ტენდერის გამარჯვებულია , ზაზა გოგოტიშვილი, სამშენებლო კომპანია ანაგის დამფუძნებელი და ნაციონალური მოძრაობის ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში 2008-2012წწ, აღსანიშნავია რომ ზაზა გოგოტიშვილის კომპანია ანაგის ფინანსური მენეჯერი წლების განმავლობაში სწორედ რომ მოქმედი ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე იყო.
ბალაძესა და გოგოტიშვილს უკავშირდება ეკონოკის სამინისტროს მიერ გამოცხადებული აუქციონი, რომელშიც ანაგმა გაიმარჯვა და ბათუმის იუსტიციის სახლთან მიწის ფართობი მიიღო.
რაც შაეეხება არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის ჟანგბადის ხელმძღვანელს ლევან ჯაშს – მის მიმართ მძიმე ბრალდებები არაერთხელ გაჟღერდა.

“დემოკრატიის ჟანგბადის” ხელმძღვანელი ლევან ჯაში ერთდროულად ორ სახელმწიფო სტრუქტურაში – შსს-სა და აჭარის მთავრობაში მუშაობს– ირმა ნადირაშვილი

 ყოველთვის ვიცოდი, რომ ლევან ჯაში სამთავრობო წრეებიდან მოგზავნილი „ნასედკა“ იყო – მურმან დუმბაძე

 

კულუარული ინფორმაციით არჩილ ხაბაძე ბიზნესმენებთან ერთად კანადაში პირადი ბიზნეს ინტერესების გამო გაემგზავრა.
ხაბაძის ნდობით აღჭურვილი ბალაძე სხვა თანმხლებ ბიზნესმენებთან ერთად საერთაშორისო ბიზნეს კომპანიის დაფუძნებას აპირებს , რომელიც საქართველოში როგორც უცხოური ინვესტიცია ისე შემოვა( მსგავსი პრეცედენტი უკვე რამდენჯერმე გამოვლინდა, როცა გია ჭყონიამ გერმანიაში კომპანია ფაიფერი და გზა დაარსა და ბათუმის წყლისა და კანალიზაციის რეაბილიტაციის 26 მილიონი ევროს ღირებულების პროექტში გაიმარჯვა ).
ხაბაძისა და დასახელებული ბიზნესმენების ერთობლივი კომპანია განახორციელებს სახელმწიფოს დაკვეთით მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რაც იმას ნიშნავს რომ მთავრობის მიერ გამოცხადებულ პროექტებში გაიმარჯვებს რომელიმე უცხოური კომპანია, რომელის უკანაც ისევ მთავრობა დგას, ამავდროულად ხელისუფლებისგან მართული ფსევდო კომპანიის მიზანი იქნება სახელმწიფოს ბალანსზე არსებული უძრავი ქონების დაპატრონება,  ფაქტია რომ დღეს ხაბაძის ეკონომიკური გუნდი უკვე ბიზნეს საქმიანობას იწყებს.