გამეზარდაშვილი შს მინისტრობაზე-რასაც დამავალებს ხელისუფლება მზად ვარ ვემსახურო იმ საქმეს

10IMG_06291სასაზღვრო პოლიციის უფროსი ზურაბ გამეზარდაშვილი მისთვის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტის შეთავაზების ფაქტს არ ადასტურებს და აცხადებს, რომ კონსულტაციები ამ თემაზე მთავრობას მასთან არ ჰქონია.

კითხვაზე არის თუ არა ის მზად, შეთავაზების შემთხვევაში ჩაიბაროს აღნიშნული პოსტი, გამეზარდაშვილი აცხადებს, რომ ის არის რიგითი ჯარისკაცი და რასაც დაავალებს მას ქვეყნის ხელისუფლება მზად არის ემსახუროს იმ საქმეს.

„ჩემს გამინისტრებასთან დაკავშირებით ჩემთან არანაირი კონსულტაციები არ გამართულა. შინაგან საქმეთა მინისტრის დანიშვნა არის პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა და ის მიიღებს გადაწყვეტილებას.მე ვარ რიგითი ჯარისკაცი ქვეყნის, რასაც დამავალებს ქვეყნის ხელისუფლება მზად ვარ ვემსახურო იმ საქმეს “-განაცხადა გამეზარდაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ შს მინისტრმა, ალექსანდრე ჭიკაიძემ თანამდებობა პარასკევს, 23 იანვარს დატოვა.

იური ვაზაგაშვილი,თავისი სიკვდილითაც შეასრულებს იმ როლს, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი დაჩქარდება, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა განაცხადა . სოზარ სუბარი მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებთან ერტად სოფელ ყარაფილაში იმყოფება, მან იური ვაზაგაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა. მისი თქმით,იური ვაზაგაშვილი იყო მტკიცე ადამიანი, რომელიც 9 წლის განმავლობაში იყო უსამართლობასთან ბრძოლის სიმბოლო.
“ყველამ ერთგული თანამებრძოლი დავკარგეთ. ძალიან მტკიცე ადამიანი, რომელიც 9 წლის განმავლობაში იყო უსამართლობასთან ბრძოლის სიმბოლო. იური ვაზაგაშვილი როგორც თავის სიცოცხლეში იყო უსამართლობასთან ბრძოლის ფლაგმანი, თავისი სიკვდილითაც, მე მგონი, შეასრულებს იმ როლს, რომ დაჩქარდება სამართლიანობის აღდგენის პროცესი და დამნაშავე არ დარჩება დაუსჯელი”, – აღნიშნა სუბარმა. მისივე თქმით, ის ამაში დარწმუნებულია და პირობასაც დებს, როგორც მთავრობის წევრი და იური ვაზაგაშვილის თანამებრძოლი.
შეგახსენებთ , რომ იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს, კასპის რაიონში, სოფელ ყარაფილაში, საკუთარი შვილის, ზურა ვაზაგაშვილის საფლავთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა. ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.