პატრის ლუმუმბა, თამარ ბერუჩაშვილი და სანდრა რულოვსი – რა კავშირი აქვს საგაერო საქმეთა მინიტრს მსოკოვთან და სააკაშვილების ოჯახთან

“ქრონიკა +”-ის რედაქტორი ელისო კილაძე საგარეო საქმეთა მინისტრად თამარ ბერუჩაშვილის დანიშვნას “პირველ რადიოსთან” საუბარში ეხმაურება და მის შესახებ საზოგადოებას რამდენიმე დეტალს ახსენებს.

ელისო კილაძის განცხადებით მაშინ როდესაც თამარ ბერუჩაშვილს, რომელსაც დღევანდელი ხელისუფლება ევროპული ორიენტაციის „დედად“ მოიხსენიებს, დამთავრებული აქვს მოსკოვის პატრის ლუმუმბას სახელობის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტი. კილაძე თამარ ბერუცაშვილის მეუღლეზეც საუბრობს და ამბობს, რომ რემა ღვამიჩავა სანდრა რულოვსის ბიზნეს პარტნიორი იყო. “ხელისუფლებამ ჩვენ გვითხრა რომ “ნაციონალური მოძრაობა” რადარებიდან გაქრა და ირაკლი ალასანია და მისი გუნდი იყო ხელისუფლების ის ნაწილი, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” ნარჩენებს მფარველობდნენ. ჩვენ ეს მივიღეთ როგორც ფაქტი და გადავწვიტეთ რომ დაგვეჯერებინა ხელისუფლებისათვის, მაგრამ აღმოჩნდა რომ მეორე დღეს ამ განცხადებიდან თანამდებობაზე დაინიშნა თამარ ბერუჩაშვილი, რომელსაც სხვათაშორის ევროპული ორიენტაციის დედად მოიხსენიებს დღევანდელი ხელისუფლება, მაგრამ მის ბიოგრაფიაში არის ძალიან საინტერესო მომენტი, მას დამთავრებული აქვს მოსკოვის პატრის ლუმუმბას სახელობის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტი, რომელიც კგბს ფილიალი იყო და მაშინდელი უშიშროების სამსახურის გარეშე იმ ინსტიტუტში ვერც მოეწყობოდა ვერავინ და ვერც დაამთავრება თუ კი სანდო პირი არ იქნებოდა უშიშროებისათვის, ეს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი და მეორე დეტალი – თამარ ბერუჩაშვილი გახლავთ რემა ღვამიჩავას მეუღლე. რემა ღვამიჩავა, რომ შევახსენო საზოგდაობას სანდრა რულოვსის ბიზნეს-პარტნიორია, ისინი ერთად ახორციელებდნენ სამედიცინო პროექტებს, მათ შორის ძალიან კეთილშობილური პროექტი, რომელიც ეხებოდა ქალთა ჯანმრთელობას. სკრინინგ ცენტრი ერთად დააფუძნეს და ამ ცენტრის დირექტორიც იყო რამდენადაც მე ვიცი და თუ კი “ნაციონალური მოძრაობა” ზოგადად და მისი წევრები მიუღებელია დღევანდელი ხელისუფლებისთვის ჩემთვის გაუგებარია მაშინ რას ნიშნავს ამ ადამიანის ოჯახის წევრის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე დანიშვნა და ამის შემდეგ უმორჩილესად ვთხოვ, ყველა პერსონას ხელისუფლებიდან და მათთან დაახლოებულ არასამთავროებს, ე.წ კოლექტიურ სადღობელაშვილებს საერთოდ არ გავიგონო მათან რომ სანდრა რულოვსი ამ ქვეყანაში რამეს აფუჭებდა, რომ ის ვაჭრობდა პატიმრების ორგანოებით, რომ ის ლამის ადამიანებს ხოცავდა და საზღვარგარეთ გაჰქონდა ეს ორგანოები და ა.შ იმიტომ რომ მისი ყველაზე მთავარი ბიზნეს პარტნიორის რემა ღვამიჩავას მეუღლე დღეს გყავთ საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე”,-განაცხადა ელისო კილაძემ