უილიამ ჰეიგმა საქართველოში ვიზიტი დაასრულა

ირაკლი ღარიბაშვილიდიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უილიამ ჰეიგმა საქართველოში ვიზიტი დაასრულა. ბოლო შეხვედრა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართა.

უილიამ ჰეიგმა ირაკლი ღარიბაშვილთან სამუშაო სადილის შემდეგ საქართველოში ვიზიტი შეაჯამა და აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრთან ნაყოფიერი შეხვედრა გაიმართა.

“ჩვენ განვიხილეთ საქართველოს ურთიერთობა ევროკავშირსა და ნატოსთან. დიდი ბრიტანეთი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ორიენტაციის ძლიერი მხარდამჭერია. ჩვენ ველოდებით საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ხელმოწერას. ვიმსჯელეთ ბიზნესის განვითრების შესაძლებლობებზე, რადგან სწორედ ძლიერი ბიზნესი ქმნის სამუშაო ადგილებს. ასევე განვიხილეთ რეგიონული ვითარება, რუსეთთან ურთიერთობა და უკრაინის მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები. საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას მთელ რიგ სფეროებში – განათლების, კულტურის, თავდაცვისა და მრავალი სხვა მიმართულებით”, – აღნიშნა უილიამ ჰეიგმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.