“მაესტროს ეთერში ყოველ დღე ვიქნები, მადროვეთ…”- (ვიდეო)

ლევან გაჩეჩილაძელევან და გია გაჩეჩილაძეებმა პარტნიორთა კრების დასრულების შემდეგ კომენტარები გააკეთეს ჟურანლისტებისთვის. გია გაჩეჩილაძემ ბაია გადაბაძის გენერალური დირექტორობის პოსტიდან გათავისუფლების მთავარ მიზეზად არხის რეიტინგის კლება, ფინანსური პრობლემები და გაკოტრების მოთხოვნა დაასახელა. რაც შეეხება ლევან გაჩეჩილაძეც. მისი თქმით, ტელევიზიაში მძიმე ფინანსური მდგომარეობაა, ის გეგმავს შეისწავლოს არხის შიგნით არსებული მდგომარება და რა ხდება ხელფასებთან დაკავშირებით. გაჩეჩილაძე, რომელიც გენერალური დირექტორის მოვალეობას შეასრულებს, ამბობს, რომ ტელევიზიიდან არავის გაშვებას არ აპირებს. გაჩეჩილაძე პოლიტიკურ მოტივებს გამორიცხავს და ამბობს, რომ მისი მთავარი მოტივი იქნება “მაესტრომ” აჯობოს “რუსთავი 2”-ს. რაც შსეხება კითხვას, რატომ ვერ მოახერხეს ბაია გადაბაძის დარწმუნება, თანხების წარმომავლობაში, გაჩეჩილაძემ განაცხადა- “ზოგჯერრ ეჭვი განუკურნებელი სენია”.