“ნაგვის სუნით შეწუხებული მახინჯაურელები”

11111111111111111111111-300x225მახინჯაურში, ბათუმის მერიის სანდასუფთავების სამსახურს ნაგავი უკვე 10 დღეა არ გაუტანია.
როგორც ადგილობრივები “რეგნიუსთან” საუბარში ამბობენ, ქუჩებში გადაადგილება უკვე შეუძლებელია, რადგან იქ ნაგვის სუნია.
ადგილობრივები ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ და აღნიშნავენ, რომ მათთან დიდთოვლობის დროსაც არავინ მისულა და გზაც კი არ გაუწმენდია.
“ქუჩები უკვე ნაგავსაყრელად იქცა. თითქმის ათი დღეა ნაგავი არ გაუტანია სანდასუფთავებას. მთელს ქუჩაში უკვე ნაგავი ყრია. რა ქნას ამ ხალხმა სად წაიღოს ეს ნაგავი? მდინარეში ჩაყაროს? ყურადღებას არავინ აქცევს ამ უბანს, არც დიდთოვლობის დროს მოსულა ვინმე. გზაც კი არ გაუწმენდიათ. უამრავი პრობლემაა და არავის არ აინეტერესებს. არც გამგებელი გვინახავს თვალით და არც არავინ”, – აცხადებენ ადგილობრივები.

წყარო: “რეგნიუსი”