ბულვარის თემაზე ბათუმის საკრებულოს ოპოზიცია სხდომის დანიშვნას ითხოვს

გიორგი კირთაძებათუმის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საკრებულოს სხდომის დანიშნვას ითხოვს. ამის შესახებ ფრაქციის თავმჯდომარემ, გიორგი კირთაძემ განაცხადა.

„მთავარი საკითხი იქნება ბათუმის ბულვარი. აჭარის მთავრობამ გააკეთა რაღაც ბუნდოვანი განცხადება ბულვარის გადმოცემასთან დაკავშირებით, თუმცა რეალური ნაბიჯები არ ჩანს. გადადგნენ ბულვარის დირექტორი და მოადგილეები… ამ დროს განცხადება არ გაუკეთებია ქალაქის მერს, გიორგი ერმაკოვს. ბულვარის გადმოცემას სჭირდება ცვლილებები აჭარის და ბათუმის ბიუჯეტებში. ჩვენ გვაქვს უფლება მოვითხოვოთ საკრებულოს სხდომის ჩატარება, მოვიწვიოთ ქალაქის მერი და ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები და გავიაროთ ბულვარის ქალაქზე გადმოცემის საკითხი,” – განაცხადა გიორგი კირთაძემ.

„ბათუმელებს“ ქალაქის მერიაში უთხრეს, რომ ბულვართან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებდნენ, თუმცა მოგვიანებით, მერიაში განაცხადეს, რომ ელოდებიან აჭარის მთავრობისგან შესაბამისი დოკუმენტების მიღებას.

რაც შეეხება ბულვარის ადმინისტრაციას, დირექტორმა, არჩილ კახიძემ „ბათუმელებს“ განუცხადა, რომ თანამდებობის დატოვებაზე მას განცხადება უკვე დაწერილი აქვს.

აჭარის მთავრობამ განცხადება ბულვარის ბათუმისთვის დაბრუნებაზე, 2016 წლის 2 თებერვალს გააკეთა.

ბათუმის ბულვარიბათუმი