ხულოს 12 სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება

შუქიამ დროისთვის ხულოს მუნიციპალიტეტის 12 სოფელს, ელექტროენერგია არ მიეწოდება.

ხულოს გამგებლის ბესიკ ბაუჩაძის ინფორმაციით, ხულოს სოფლებში თოვლის საფარი 20-სმ აღწევს, თუმცა ელექტროენერგიის პრობლემა რამდენიმე სოფელში მაინც დგას.

„15 წუთის წინ შემატყობინეს რომ ელექტროენერგია კიდევ ორ სოფელში დიოკნისში და რიყეთშიც გაითიშა. ამ დროისთვის სადღაც 12 სოფელს აქვს ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა, თუმცა როგორ მეუბნებიან ტექნიკური სამუშაოები დაწყებულია და ალბათ რამდენიმე საათში აღდგება დენის მიწოდება“- აცხადებს ხულოს გამგებელი.

მისივე ინფორმაციით, ცენტრალური მაგისტრალი თოვლისგან გაწმენდილია, იწმინდება სოფლებში მისასვლელი გზებიც. გამგებლის თქმით, მაღალი გამავლობის მანქანებით გადაადგილება შესაძლებელია გოდერძის უღელტეხილის მიმართულებითაც.

მუნიციპალიტეტი