ხანძრით დაზარალებული ოჯახები სამი წელია დახმარების მოლოდინში რჩებიან

ხანძარიათობით მცდელობა და ამდენივე უარი – მზია წილოსანი უკვე წლებია ქალაქის მერთან, გიორგი ერმაკოვთან შეხვედრას ვერ ახერხებს. საკუთარი გასაჭირის ქალაქის ხელმღვანელობასთან მიტანას კი ჩვენი დახმარებით ცდილობს.

მიზეზი, რის გამოც ქალბატონი თავისივე რვა მეზობელთან ერთად მერთან შეხვედრას ითხოვს, სამი წლის წინ მომხდარ ამბავს უკავშირდება. 2013 წლის სექტემბერში ზვიად გამსახურდიას 11 ნომერში მოულოდნელად გაჩენილმა ხანძარმა საცხოვრებელი 9 ოჯახს სრულად გაუნადგურა. მას შემდეგ ოჯახები დახმარების მოლოდინში არიან.

დაზარალებულები აცხადებენ, რომ სამი წლის წინ მაშინდელმა ქალაქის მერმა ჯემალ ანანიძემ თითოეულ ოჯახს ქირისათვის 5 000 ლარი გადაუხადა და პირობა მისცა, რომ ალტერნატიულ ფართს მიიღებდნენ, თუმცა მერი შეიცვალა, ახალი მერი კი დაზარალებულებს საცხოვრებლის საკუთარი ძალებით გარემონტებას ურჩევს, რაც მათ ძალებს აღემატება.

გეგმავს თუ არა ქალაქის ხელმძღვანელობა რაიმე ფორმით დაზარალებული 9 ოჯახის დახმარებას ჩვენთვის უცნობი დარჩა. მერიაში არც კომენტარი გააკეთეს და არც ზეპირი განმარტებები მოგვცეს.