უსკოს თავმჯდომარის პოსტზე არჩილ ხაბაძემ უმაღლეს საბჭოს დავით კვაჭაძე წარუდგინა

აჭარის უმაღლესი საბჭოარჩილ ხაბაძის არჩევანი ცნობილია, ახლა ჯერი უმაღლეს საბჭოზეა. მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, უმაღლესი საარჩევნო კომიისის თავმჯდომარეობისთვის ბრძოლას დავით კვაჭაძე განაგრძობს. რეგიონის პირველმა პირმა გადაწყვეტილება დღეს საღამოს დაახლოები 8 საათზე მთავრობის ოფიციალურ გვერზე გასაჯაროვდა. გამოქვეყნებულ განხადებაში ვკითხულობთ, რომ დავით კვაჭაძემ დაამთავრა სახელმწოფო აგრარული უნივერსიტეტი, სხვადასხვა წლებში სამოქალაქო საქტორში მოღვაწოებდა, მის მის ბოიგრაფიაში არაფერია ნათქვამი, იმის თაობაზე, რომ კვაჭაძე ბოლო წლებში „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მუშაობდა.

აჭარის მთვრობის თავმჯდომარი დღევნდელ გადაწყვეტილებას პოლიტიკურად არანჟირებულსა და უნიათოს უწოდებს უმაღლესი საბჭოს ფრაქცია ნაციონალუროი მოძრაობის წევრი პეტრე ზამბახიძე. დეპუტატი დარწმუნებულია, რომ კვაჭაძის კარდიდატურა დედაქალქაში უკვე დაამტკიცეს, არჩილ ხაბაძე კი უბრალოდ დაეთანხმა. ზამბახიძის აზრს ნაწილობრივ იზიარებს კიდეც ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი სულხან ღლონტი.

წარდგენილი სამი კანდიდატიდან რატომ შეაჩერა არჩევანი არჩილ ხაბაძემ დავით კვაჭაძეზე უცნობია უმღლესი საბჭოს ფრაქცია ქართული ოცნების წევრებისთვის. თუმცა ოპოზიციისგან განსხვავებით, შიდა კონსულტაციების შემდეგ კანდიდატურისთვის მხარდაჭერას გეგმავს ალექსანდრე ჩიტიშვილი. დავით ბაციკაძე კი აცხადებს, თანაგულდელებს დაეთანხმება, თუმცა მისი პრგნოზით კვაჭაძე ხმების ააჭირო რაოდენობას ვერ მოაგრობეს.

უსკოს წევრობისთვის სამი კანდიდატი დავით ქარცივაძე და პარმენ ჯალაღონია და დავით კვაჭაძე იბძოდნენ. დაიკავებს თუ არა დავით კვაჭაძე მარტში უსკოს თავმჯდომარის პოსტს 14 დღეში გახდება ცნობილი.