,,საბჭოთა ბარდაგი გინდათ? მიიღებთ!“ – ალა პუგაჩოვა (ვიდეო)

ალა პუგაჩოვაალა პუგაჩოვას გამოსვლამ რუსეთის დუმაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.
28 ანვარს, რუსეთის სათათბირო დუმაში მრგვალი მაგიდა გაიმართა, სადაც ქვეყნის შოუ-ბიზნესის რეგულაციებთან დაკავშირებული სკანდალური კანონპროექტი განიხილებოდა. სხდომას დაახლოებით 40-მდე შოუ-ბიზნესის წარმომადგენელი ესწრებოდა, მათ შორის პრიმადონა ალა პუგაჩოვა, მაქსიმ გალკინი, ალექსანდრე გრადსკი, გრეგორი ლეპსი, ანდრეი მაკარევიჩი, ვიაჩესლავ ბუტუსოვი. რუსი ხელოვანები სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავენ იმ კანონპროექტის გამო, რომელიც კონცერტების ორგანიზების რეგულაციებს გულისლხმობს და სასწრაფოდ მის გადხედვას ითხოვენ.

განსაკუთრებული სიმკაცრით გამოირჩეოდა ალა პუგაჩოვა, რომელიც პროტესტს გამოხატავდა იმის გამო, რომ არ მოხდა პროექტის განხილვა და შეთანხმება ხელოვანებთან ერთად. პრიმადონამ აღნიშნა, რომ არ არსებობს აუცილებლობა, რის გამოც შეიძლება რუსეთის ხელისუფლებამ მსგავსი კანონი მიიღოს. ,,გადაიხადე… რატომ? რისთვის? არ იცი ვისთვის? ოფისებს? უსაქმურებისთვის, რომლებიც იქ ისხდებიან? ეს ვის წაადგება?… ნებისმიერი უწსერიგობა იწვევს საბჭოთა დროინდელ ბარდაგს. გინდათ ეს? მიიღებთ!“ – მიმართა ალა პუგაჩოვამ კანონმდებლებს.