“რას თხოვდა ივანიშვილი მერაბიშვილს? “

pageრუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი საქართველს ყოფილ პრემიერ-მინისტრს მილიარდელ ივანიშვილს მანიაკს უწოდებს და საკუთარი ფეისბუკის გვერდზე ბიძინა ივანიშვილის 2006 წლის დათარიღებულ განცხადებას აქვეყნებს.

განცხადებაში ივანიშვილი 2006 წელს შსს მინისტრს ვანო მერაბიშვილს მიმართავს.
ბი ნიუსი განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
„ბატონო ვანო გაცნობებთ რომ 2004 წლის ბოლოს გადავწყვიტე დაბა წყნეთში ამეშენებინა კერძო სახლი, იქედან გამომდინარე რომ მე 2005-2006 წლებში ვგეგმავდი ქვეყნიდან პერიდულად გასვლას, რაც თავის მხრივ შეაფერხებდა სამშენებლო სამუშაოებს, გადავწყვიტე მეთხოვა აღნიშნული საქმის ორგანიზება ჩემი ნათესავისთვის, ირმა ხვედელიძისთვის და მისი მეუღლისთვის გრიგოლ ბერაძისთვის , მოძიებულ და შეძენილი იქნა შესაბამისი მიწის ნაკვეთი, რომელიც ზემოთ აღნიშნულის გამო გაფრომდა ირმა ხვედელიძეზე.
ასევე ჩემს მიერ გაცემული იქნა ჩემი ანგარიშის მართვის მუნდობილბა ჩემს ნათესავზე და ნდობით აღჭურვილ პირზე ნათელა ყალიჩავაზე, რათა ჩემი არყოფნის დროს არ შეფერხებულიყო მშენებლობის დაფინანსება.
პროექტის სავარაუდო ფართი შეადგენდა 600 კვ.მ და შესაბამისად ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით და იმ კონტრაკტის საფუძველზე რომელიც გაფორმდა სამშენებლო კომპანიასთან, სავარაუდო ღირებულება უნდა ყოფილიყო 248.000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.
აქვე ავღნიშნავ, რომ მე არ მყავდა გაფრთხილებული ნათელა ყარჩილავა პროექტის სავარაუდო ღირებულების შესახებ და მას ქონდა ზოგადი მითითება ამ მშენებლობის დაფინანსებასთან დაკავშირებით.
როდესაც, ამ მშენებლობის დასრულების სტადიაზე დავინტერესდი დახარჯული თანხების ოდენობით , აღმოჩნდა რომ გრიგოლ ბერაძემ, რომელსაც ქონდა ურთიერთობა ნათელა ყარჩილავასთან, ისარგებლა რა მასთან ნათესაური კავშირით და ნდობით, ნაცვლად სავარაუდო 248.000 დოლარისა, ამ პერიოდში მშენებლობის დაფინანსების მოტივით მას გამოართვა 1.070.335 აშშ დოლარი, რითაც მან მიითვისა ჩემი კუთვნილი 800.000 აშშ დლარზე მეტი.
გთხოვთ შეისწავლოთ აღნიშნული საკითხი და მისცეთ გრიგოლ ბერაძის ქმედებას შესაბამისი სამართლებრივი შეფასება.“-წერს ივანიშვილი განცხადებაში.