ოპერის გახსნა პრივილეგირებულთათვის – ,,დახული ჩვენება საბჭოთა მემკვიდრეობა”

1454174917784352განახლებულ ოპერის თეატრში სეზონი აქციის ფონზე გაიხსნა, შენობის გარეთ ოპერის მოყვარულები შეიკრიბნენ და ის ფაქტი გააპროტესტეს, რომ მათ სპექტაკლზე დასწრების საშუალება არ მიეცათ, რადგან სპექტაკლზე მოხვედრა, მხოლოდ მოსაწვევებით იყო შესაძლებელი და ბილეთები არ გაყიდულა. მათი თქმით დახურული ჩვენებების მოწყობა საბჭოთა მემკვიდრეობაა. აქციაზე ოპერის მოყვარულთა საზოგადოებაც დაარსდა.
„მიზანი შესრულებულია ჩვენ აღვნიშნეთ, მოვუსმინეთ ძალიან ბევრ საინტერესო მუსიკალურ ნაწარმოებს. იყო შეკრებილი მართლა მუსიკის მოყვარული ძალიან კარგი საზოგადოება. ისიც კი ვთქვით, რომ მომავალში რაც არ უნდა ბევრი მოსაწვევი იყოს და ბევრი ბილეთი გაიყიდოს, სეზონს აქ გავხსნით ხოლმე, ეს ხუმრობით. რაც მნიშვნელოვანია დრეს დაარსდა თბილისის ოპერის მოყვარულთა საზოგადოება ოფიციალურად“- განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილმა დირექტორმა გია ჭანტურიამ.