ქალაქის ქუჩებში გადაადგილება კვლავ პრობლემატურია

ბათუმში თოვლმა ხეები დააზიანადიდთოვლობიდან მეოთხე დღესაც ქალაქის ქუჩებში გადაადგილება კვლავ პრობლემატურია. წერეთელზე, ფიროსმანზე, გორგილაძის ნაწილზე, გორგასალზე, ტაბიძეზე, ცენტრალურ ქუჩებთან დამაკავშირებელ თითქმის ყველა გზაზე ამ დრომდე რთული მდგომარეობაა. ავტომობილებს და ფეხით მოსიარულეებს გადაადგილება კვლავ უჭირთ. ფიროსმანზე გაუწმენდავი და მოყინული გზის გამო მუნიციპალური ტრანსპორტი მოცურდა, ამ დრომდე ქუჩაზე ცალმხრივი მოძრაობაა. სხვა დღეების მსგავსად მძღოლები დღესაც ირწმუნებიან, რომ ამ დრომდე არ გამოჩენილა სპეც-ტექნიკა. უმეტესი ნაწილი აცხადებს, რომ გზებზე არც ქვიშა და მარილი დაყრილა. გარდა ცენტრალური ქუჩებისა, რთლი მდგომარეობაა კვლავ ჭაობის დასახლებაში. ამ დრომდე გაუწმენდავი რჩება ტროტუარები. ფეხით მოსიარულეები გადასაადგილებლად კვლავ საავტომობილო გზის ნაწილს იყენებს. მოსახლეობა მერიის შესაბამისი სამსახურებიდან დროულ რეაგირებას და გაწმენდითი სამუშაოების დაწყებას ითხოვს.