“სოფელ ყარაფილას სასაფლაოს დამლაგებელი გრიპით გარდაიცვალა” – მანანა ვაზაგაშვილი

5uuuიური ვაზაგაშვილის დის თქმით, სოფელ ყარაფილას სასაფლაოს დამლაგებელი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო დაიღუპა. მანანა ვაზაგაშვილი დღეს, ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძის ოჯახის წევრების განცხადებას გამოეხმაურა, რომლებიც ამბობენ, რომ ვაზაგაშვილის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა:

“ცუდად იყო ამ გრიპით, მეუღლეც ცუდად ყავდამ შვილიც ცუდად ყავდა და თავის თავს არ მიაქცია სათანადო ყურადღება. წაუყვანია სასწრაფის, მაგრამ უკვე გათიშული ჰქონდა თირკმელები, ფილტვები, ყველაფერი და ამით გარდაიცვალა. ასე, რომ რაც წერია, რომ გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა და გარდაცვლილი იპოვეს, ეს ტყუილია. ბევრს აუღეს დნმ-ს ანალიზი, ქალბატონ ირინასაც და აღმოჩნდა მე მგონი რაღაცა, მოვლის დროს რაღაცას შეეხო იქ. რომ წმენდდა აღმოჩნდებოდა ბუნებრივია რაღაც იქ”. აცხადებს მანანა ვაზაგაშვილი.