პასუხი ზვიადაურს: “სამი წლის განმავლობაში ხელის შეშლის მეტი არაფერი გაუკეთებიათ”

12collageძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი პარლამენტის წევრისა და ოლიმპიური ჩემპიონის ბრალდებებს პასუხობს. ქევხიშვილი ზვიადაურის ბრალდებებს ურყოფს და კონტრბრალდებას უყენებს.

“თუ ვინმე თავად არის დაბრუნებული 90-იან წლებში ეს მისი პრობლემაა. საქართველოს ძიუდოს ფედერაციას და ზოგადად, ნაკრებს არა თუ უკანასკნელ პერიოდში, არამედ არასდროს ქონია ის პირობები, რაც აქვს. მას სჩვევია, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, რადგან ის იმ ჯგუფის ნაწილია, ვინც თვლის, რომ ძიუდო მის გარშემო უნდა ბრუნავდეს…პირიქით, იქით არის მისათითებელი, რომ სამი წლის განმავლობაში არა თუ დახმარება, არამედ ხელის შეშლის მეტი მისგან, ზოგადად, მითუმეტეს იმ ფორმატში, რაშიც მათ შეეძლოთ ძიუდოსთვის ძალიან ბევრი გაეკეთებინათ, არაფერი გაუკეთებიათ,” – აღნიშნა დავით ქევხიშვილმა.