ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

15FGHGეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა. სებ-მა ახალი გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4971 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4985 ლარს შეადგენდა.

რაც შეეხება ევროს. აქ ლარი გაუფასურდა და ცვლილებამ 0.0047 ლარი შეადგინა. ერთი ევროს შეძენა ხვალიდან 2.7206 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როდესაც დღეს მოქმედი კურსი 2.7159 ლარს შეადგენდა.