კილომეტრიანი საცობი ბაგრატიონის ქუჩაზე

ბათუმში ჭავჭავაძის ქუჩა პარალიზებულიადიდთოვლობამ საცობები შექმნა ბაგრატიონის ქუჩაზეც. ჰაიდარ აბაშიძის ქუჩიდან მთის ძირის ქუჩამდე 50-მდე სატვირთო ავტომობილი უკვე 4 დღეა გადაადგილებას ვერ ახერხებს. ტრაილერებმა მთლიანად გადაკეტეს ბაგრატიონის ქუჩის ერთი ნაწილი, რის გამოც ქუჩაზე მოძრაობა ცალმხრივი გახდა, რაც ქალაქში დამატებით საცობებს ქმნის. როგორც სატვირთოს მძღოლები აცხადებენ, გზები საერთოდ არ იწმინდება, უმეტესობას გაუთავდა საკვები. მათთვის უცნობია როდის გაიხსნება გზა. აქ ამტკიცებენ, რომ საპატრულო პოლიციამ ისინი არასწორი პარკირებისთვის დააჯარიმა. მერიის სამსახურებს უყურადღებობაში ადანაშაულებენ ადგილობრივებიც და გზის გაწმენდას ითხოვენ. ადგილობრივებს აინტერესებთ, იმ ფონზე, რომ შესაბამისი უწყებები ინფორმაციას ამინდის გაუარესებასთნ დაკავშირებით ერთი კვირით ადრე ფლობდნენ, რატომ არ მოემზადნენ უამინდობით გამოწვეულ პრობლემებთან გასამკლავებლად.