აჭარაში H1N1 ვირუსით მამაკაცი გარდაიცვალა

მედიცინა“ღორის გრიპით” აჭარაში მამაკაცი გარდაიცვალა.

აღნიშნული ინფორმაცია “რეგნიუსს” გარდაცვლილის ახლობლებმა მიაწოდეს.

მათივე ცნობით, 40 წლამდე მამაკაცის მდგომარეობა ბოლო დღეებში გართულებული იყო და დღეს დილით გარდაიცვალა.

ფაქტს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრშიც ადასტურებენ.

ცნობისთვის, ამ დროისთვის ლაბორატორიულად დადასტურებულად, “ღორის გრიპით” საქართველოში 6 ადამიანია გარდაცვლილი, მათ შორის მიმდინარე კვირის განმავლობაში ორი პირი დაიღუპა.

წყარო: “რეგნიუსი”