არჩევნები გარდაბანში- ურთიერთბრალდებები გრძელდება

9jjj“ნაციონალური მოძრაობის” წევრების განცხადებაზე, რომ გარდაბნის საარჩევნო უბნებთან სუს-ის თანამშრომლები დაფიქსირდნენ“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ეხმაურება და აცხადებს, რომ არც ერთი ასეთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, გარდაბანში, საარჩევნო უბნებზე დესტრუქციულ ქმედებებს “ნაციონალები” ეწევიან, განსაკუთრებით კი გიგა ბოკერია და გიგი წერეთელი- “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები დესტრუქციულ ქმედებებს ეწევიან საარჩევნო უბნებზე. განსაკუთრებით გიგა ბოკერია და აკაკი ბობოხიძე. ისინი იმ საარჩევნო უბნებზე აქტიურობენ და ცდილობენ ჩაშალონ საარჩევნო პროცესი, სადაც ფიქრობენ, რომ დიდი სხვაობით აგებენ” აცხადებს კობახიძე.

რაც შეეხება ოპოზიციას. “ნაციონალურ მოძრაობაში” ამბობენ, რომ ხელისუფლება სპეციალური ჯგუფების მეშვეობით ცდილობს პროვოკაციის მოწყობას და შემდეგ ამის “ნაციონალური მოძრაობისთვის” გადაბრალებას. თინა ბოკუჩავას განცხადებით, დილიდან სხვადასხვა უბნებზე გადაადგილდებოდნენ ჯგუფები, რომლებსაც არანაირი საერთო არ აქვთ საარჩევნო პროცესთან.

“ეს არის სწორედ ის უბნები, რომლებზეც 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” მოიგო. ამიტომ, ამ დაჯგუფებების მხრიდან მცდელობა იყო, რომ პროვოკაციები გამოეწვიათ. ჩვენ გვყავს ყველა უბანზე დამკვირვებლები, ისინი ცდილობენ, რომ პროცესები დემოკრატიული ჩარჩოს ფორმიდან არ გავიდეს. ხელისუფლება ცდილობს ჩვენ გადმოგვაბრალოს, თითქოს ჩვენ გვაქვს პროვოკაციების გამოწვევის მცდელობა. ეს, რა თქმა უნდა, სიცრუეა. ესაა ხელისუფლება, რომელიც ნაცვლად იმისა, რომ მოქალაქეებზე იყოს ორიენტირებული, დაკავებულია ადამიანების დაშინებით. ჩართული ჰყავთ სპეცსამსახურები და ამ მეთოდებით ცდიოლობენ არჩევნებზე თავიანთი მიზნის მიღწევას”, – განაცხადა ბოკუჩავამ.