აჭარის სოფლებში ავტომანქანების გადაადგილება შეზღუდულია

ხელვაჩაურის ცენტრალური გზა პარალიზებულიადიდთოვლობის გამო აჭარის სოფლებში შესაძლებელია მხოლოდ მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება – ინფორმაციას აჭარის მთავრობის აპარატი ავრცელებს. საგანგებო შტაბი აჭარის მთავრობაში შეიკრიბა. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ბათუმი-ახალციხის მიმართულებით მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები. მძიმე ტექნიკა მუშაობს ქობულეთი-ბათუმი-სარფის საავტომობილო გზის ციხისძირის მონაკვეთზე, ასევე მწვანე კონცხის გვირაბთან. უსაფრთხოების მიზნით გზებზე იყრება ტექნიკური მარილი. აჭარის მთავრობის ცნობით, აჭარის რეგიონში ელექტროენერგია არ მიეწოდება 6400-მდე აბონენტს. რეგიონის მოსახლეობას შეუფერხებლად მიეწოდება წყალი და ბუნებრივი აირი.