აჭარის სკოლების უმრავლესობაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია

12630953_1121198201238391_2080180428_o-e1453794615155ბათუმში ყველა საჯარო და კერძო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. დიდთოვლობის გამო სწავლა ასევე შეწყდა ქობულეთისა და ხელვაჩაურის სკოლებში. აჭარის განათლების სამინისტროს მონაცემებით, ქედის 29 სკოლიდან მხოლოდ 10 მუშაობს, ხოლო სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილა ხულოსა და შუახევის არც ერთ სკოლაში.