1$ – 2.55 ლარი – ლარის კურსი დოლართან მიმართებაში რეკორდულ მინიმუმზეა

დოლარიდოლართან მიმართებაში ლარის გაუფასურების ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა. მიუხედავად იმისა, რომ პარასკევს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 20 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა, ეროვნული ბანკის მონაცემებით, 1 აშშ დოლარი 2.4694 ლარი გახდა.

კომერციულ ბანკებსა და ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში კი კურსი გაცილებით მაღალია. 1 აშშ დოლარი 2.55 ლარს აღწევს.

ლარის გაუფასურების რეკორდი 1999 წლის 23 თებერვალს დაფიქსირდა, როდესაც 1 აშშ დოლარმა 2.45 ლარს მიაღწია. თუმცა, ეს კურსი რამდენიმე დღეში დასტაბილურდა. შარშან ლარის დევალვაციისას 1 აშშ დოლარი დაახლოებით ამ ნიშნულზე იყო.