ლარის კურსმა დოლართან მიმართებაში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

ეკონომიკაეროვნული ვალუტა კიდევ ორი თეთრით გაუფასურდა და რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ეროვნული ბანკმა ხვალისთვის ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2 ლარით და 46 თეთრით განსაზღვრა. ეს იმ ფონზე, როცა ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 20 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. განსხვავებული კურსია კერძო ბანკებსა და ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში. ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში დოლარის კურსის ცვლილებას მსოფლიო ბაზარზე განვითარებული მოვლენებით ხსნიან. შეგახსენებთ, რომ ვალუტამ გაუფასურება 1998 წელს დაიწყო. 1999 წლის 23 თებერვალს კი 1 აშშ დოლარის ფასმა მაქსიმალურ ნიშნულს – 2 ლარსა და 45 თეთრს მიაღწია.