„იაფი სახლი“ მიმღებთა კრიტერიუმები ვერც ამჯერად განისაზღვრა

ბათუმის მერიასოციალური პროექტი თუ ბინები მცირე შემოსავლიანი ოჯახებისათვის – ვინ უნდა შეისყიდოს ბინა ე.წ. „იაფი სახლში“, კრიტერიუმების დამდგენმა კომისიამ კონკრეტული გადაწყვეტილებები ვერც დღეს მიიღო, ერთ-ერთი მიზეზი კომისიის წევრთა პასიურობა იყო, სხდომას 27 წევრიდან მხოლოდ 9 ესწრებოდა.

სწორედ წევრების შემცირება და უფრო კვალიფიციური კადრებით კომისიის დაკომპლექტება იყო დღევანდელ სხდომაზე მესამე სექტორის ერთ-ერთი მოთხოვნა.

იყო სხვა შენიშვნებიც. ერთ-ერთი პირველი იმ ადამიანთა შემოსავლების მინიმალური დ მაქსიამალური ზღვარის განსაზღვრა იყო, რომლებსაც „იაფ სახლში“ ბინის მიღება შეეძლებათ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ წარმომადგენელი ფიქრობს, რომ საცხოვრებელის შეძენა რამდენიმე კატეგორიის ოჯახსითვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი. წლების განმავლობაში დაგროვებული რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობის გამო კი პროექტსაც და კრიტერიუმებსაც ნათია ზოიძე არაკვალიფიციურს უწოდებს.

რატომ უნდა იყოს პროექტი მხოლოდ სოციალური, თავის მოსაზრება აქვს კომისიის კიდევ ერთ წევრს კობა ჩხეიძეს.

ის, რომ პროექტი აზრს კარგავს, მხოლოდ ერთ შემთხვევაში ეთანხმება კომისიის კიდევ ერთი წევრი ტიტე აროშიძე ნათია ზოიძეს.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგნელები ასევე მოითხოვენ, პირობიდან ამოიღონ პუნქტი, რომელიც ბინის შემძენს ქირავნობის ხელშეკრულების წარდგენას სთხოვს. ამბობენ, რომ ეს არახელსაყრელი იქნება გამქირავებლისთვის, თუმცა ტიტე აროშიძე ფიქრობს, რომ ეს სხვა კომპონენტსაც მოაწესრიგებს.

სხდომაზე გამოითქვა შენიშვნა , რომ პროექტში შეიცვალოს ის პუნქტი, რომლის მიხედვით, შშმ პირებისთვის მხოლოდ პირველი სართულია ადაპტირებული.

კომისიის მომდევნო სხდომა მარტის პირველი ნახევრისთის ჩაინიშნა.