მიხეილ სააკაშვილი გაყინულ მგზავრებს წიწიბურითა და ჩაით გაუმასპინძლდა (ვიდეო)

მიხეილ სააკაშვილიოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა, უკრაინელ მოქალაქეებს, რომლებიც ავტოტრასაზე, ძლიერი თოვლისა და ყინვის გამო, დიდი ხნის განმავლობაში ვერ გადაადგილდებოდნენ, ადგილზე ჩააკითხა. გუბერნატორმა პოლიციას მითითებები მისცა და მგზავრებს წიწიბურითა და ჩაით გაუმასპინძლდა. შესაბამისი ვიდეომასალა მის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება.
მისი თქმით, აღნიშნული პრობლემის მიზეზი, უკრაინის “მრავალწლიანი ძარცვა და ქურდობაა”, რომლის შედეგად, ქვეყანაში არაა საკმარისი ავტოტექნიკა, რათა თოვლით დაფარული გზები გაიწმინდოს.

“იმის გამო, რომ უკრაინის ავტობანი მთლიანად გაფუჭებული და დანგრეულია, ქვეყანაში, ტრასის გასაწმენდად ელემენტარული ტექნიკა არაა და ხალხი იძულებულია, საათების განმავლობაში ელოდოს, საბოლოოდ, სულ რამდენიმე გზისმწმენდი მანქანა, თუ როდის გაწმენდს თოვლის საფარს. მანამდე კი, ისღა დაგვრჩენია, მათ თბილი სიტყვებითა და ცხელი ჩაით დავუჭიროთ მხარი. ჩვენ თოვლისმწმენდი ტექნიკა იგივე მიზეზით არ გვაქვს, რატომაც კარგი გზები, რაც – მრავალწლიანი ქურდობა და ძარცვაა”, – აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი თავის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.