საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ციტრუსის სეზონი შეაჯამა

გადაყრილი ციტრუსი26 ათასი ტონა ექსპორტირებული სტანდარტული მანდარინი და 89 ათასი ტონა გადამუშავებული ნედლეული – ასე აჯამებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ციტრუსის სეზონს. რაც შეეხება შემოსავლებს, მინისტრის ცნობით, გადამუშავებული მანდარინის რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავალი მილიონ 827 ათას ლარს აღემატება, აქედან კი სახელმწიფო სუბსიდიის წილი 894 ათას 300 ლარია. ციტრუსის სეზონზე წელს აჭარა-გურიაში 40-მდე დამხარისხებელი პავილიონი მუშაობდა. მათ შორის აჭარაში 2 გადამამუშავებელი ქარხანა ქობულეთში, ერთიც კი ქედაში ფუნქციონირებდა. რაც შეეხება ექსპორტს, სამინისტროს ცნობით, ექსპორტირებული ნედლეულის ყველაზე დიდი ნაწილი- 78% რუსეთზე მოდის, შემდეგია უკრაიანა 15%-ით, მას სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი და ბელორუსია მოსდევს.