ვირუსულ პაციენტებსათვის 24 საათიანი სამედიცინო სერვისი ამოქმედდა

100 მდე მედიკამენტი 10% გაძვირდაH1N1 ღორის გრიპით საქართველოში სამი ადამიანი გარდაიცვალა. კიდევ ერთი ფაქტი დღეს დილით ზუდგიდში დაფიქსირდა. ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით კი გრიპისმაგვარი დაავადებით შუახნის მამაკაცი თბილისშიც გარდაიცვალა. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ,რომ ეპიდემიის გავრცელების საფრთხე არ არსებობს, თუმცა ვირუსულ პაციენტებსათვის 24 საათიანი სამედიცინო სერვისი ამოქმედდა. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსში აცხადებენ, რომ მათი მომსახურება, როგორც გამოძახების, ისე ადგილზე სამედიცინო კონსულტაციის პრინციპით მოხდება. მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით, ყველაპირველადი ჯანდაცვის რგოლის ხელმძღვანელებმა მზადყოფნა გამოხატეს – შემოიღონ მორიგეობა. მისი განმარტებით, ისინი მზად არიან მივიდნენ და ადგილზე მოინახულონ პაციენტები, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, მათი ჰოსპიტალიზაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღონ.