ბათუმის მე-8 საჯარო ბაღში სასწავლო პროცესი 26 იანვრიდან განახლდება

a_165ელექტრო ენერგიის გათიშვის გამო დღეს სასწავლო პროცესი ვერ შედგა ბათუმის მე-8 საჯარო ბაღში. როგორც ბაღის გამგე აცხადებს, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების შენობის ნაწილში ელექტრო ენერგია გუშინ საღამოს ავარიულად გაითიშა, რამაც საქვაბეების მატორები დააზიანა. ნინო ბაბაკიშვილის თქმით, პრობლემა დაჩქარებული წესით აღმოიფხვრება და სასწავლო პროცესი 26 იანვრიდან განახლდება.