უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს დეპუტატები აფასებენ

აჭარის უმაღლესი საბჭოაჭარის აღმასრულებელი ხელისუფლება მზადაა უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ საკანონმდებლო ორგანოს ის კანდიდატი წარუდგინოს რომელიც ოპოზიციისთვის იქნება მისაღები, წინააღმდეგ შემთხვევაში უსკოს თავმჯდომარის არჩევის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, რადგან მმართველ გუნდს უმაღლეს საბჭოში უმრავლესობა არ ჰყავს. შვიდი კანდიდატიდან რომელი იქნება „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მისაღები პეტრე ზამბახიძე ჯერ არ ამხელს, რადგან ფიქრობს, რომ სასურველი კანდიდატის დასახელების შემთხვევაში, შესაძლოა, კომისიამ კანდიდატი დაბლოკოს. ოპოზიციონერი დეპუტატი კატეგორიულად აცხადებს, რომ მხარდაჭერა არ ექმენა კანდიდატს, რომელსაც პოლიტიკური ნიშნით წარადგენენ ან არჩილ ხაბაძესთან იქნება დაახლოებული. ზამბახიძის კოლეგა უმრავლესობიდან ალექსანდრე ჩიტიშვილი კი მისთვის მისაღებ რამდენიმე კანდიდატს ასახელებს- პარმენ ჯალაღონიას და დავით ქარცივაძეს.