უმაღლესი საბჭოს პრეს-სამსახურის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე შესარჩევ კონკურსზე ბრძოლას 5 კანდიდატი აგრძელებს

აჭარის უმაღლესი საბჭოია გოლიაძე, გოგიტა გოგიტიძე, არჩილ კუპრეიშვილი, მარიკა სიხარულიძე, იაგო ყურაშვილი-ეს იმ პირების ჩამონათვალია, რომელთაც აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატის პრეს-სამსახურის უფროსი სპეციალისტის თანამდებობის დაკავების შანსი ეძლევათ. აპლიკანტები კონკურსის მეორე ეტაპზე, გასაუბრებაზე, არიან დაშვებული. ისინი კომისიამ 41 პრეტენდენტიდან შეარჩია. პოზიციაზე დასაქმების მსურველს მხოლოდ გასაუბრების გავლა მოუწევს, რომელიც 21 იანვარს შედგება. შერჩეული კანდიდატი დასამტკიცებლად კომისიამ აპარატს უნდა წარუდგინოს, თავის მხრივ აპარატს აქვს უფლება შერჩეული კანდიდატურა არ დაამტკიცოს. კანდიდატთა შესარჩევი კომისია ხუთკაციანია. მას სულიკო ფუტკარაძე ხელმძღვანელობს. ხუთივე წევრი უმაღლესი საბჭოს თანამშრომელია.