“საახალწლო კონცერტები ბათუმში მაყურებლის გარეშე”

скачанные файлыრამ განაპირობა მაყურებელთა თვალშისაცემი სიმცირე ბათუმის საახალწლო ღონისძიებებზე.

ამ კითხვაზე განმარტებები კულტურის ცენტრის, ტურიზმის დეპარტამენტის და კულტურის სამსახურის წარმომადგენლებისგან მოვითხოვეთ.

განახლებული ნაძვის ხე, საშობაო ბაზრობა, სასურველი მუსიკალური ბენდი და სადღესასწაულო განწყობა, ევროპის მოედანზე მომსვლელებს შობა-ახალიწლის ზღაპრულად გატარებას პირდებოდნენ იდეას ზვიად ელიზიანი იწონებს, თუმცა ფიქრობს რომ გაწეული ხარჯები მიზნის პროპორციული არ აღმოჩნდა.

ევროპის მოედანზე რომ მოსალოდნელზე ნაკლები ვიზიტორი იყო ამას განათლების კულტურის და სპორტის სამინისტროშიც ადასტურებენ მაყურებლის სიმცირეს ნათია სირაბიძე უხვ ნალექსა და და ზამთრის სუსხს უკავშირებს, ამბობს რომ ეპიცენტრის ხელოვნების ცენტრში გადატანაც იგეგმებოდა, თუმცა ხელი უგზოობამ შეუშალათ.

სადღესასწაულო ღონისძიებებზე ხალხის სიმცირეს უამინდობას აბრალებენ ბათუმის მერიის კულტურის ცენტრშიც, დაგეგმარებასა და რეკლამირებაში მინუსებს ვერ ხედავს ანი სიხარულიძე მისი აზრით მაყურებელს მრავალფეროვანი პროგრამა შესთავაზეს, თუმცა კონცერტები ბათუმელებისთვის  მაინც მიუღებელი აღმოჩნდა.

სახალხო ღონისძიებები ბათუმის მთავარ ნაძვის ხესთან 25 დეკემბერს დაიწყო ტურიზმის დეპარტამენტში აცხადებენ რომ ახალწლამდე უცხოელთა სიმრავლე შეინიშნებოდა, რასაც მათ მიერ გატარებულ სარეკლამო კამპანიას მიაწერენ.

ევროპის მოედანზე საახალწლო ღონისძიებები 7 იანვრამდე ტარდებოდა, თუმცა გამოდარების მიუხედავად ტერიტორია თოვლის საფარისგან  არ იწმინდებოდა.