გიდების უფასო გადამზადების პროგრამა დასაქმების მსურველი სტუდენტებისთვის

guidesსტუდენტებს, რომლებსაც ტურიზმის სფეროში გადამზადება და დასაქმება სურთ აჭარის გიდების ასოციაცია და „სტუდენტთა ფედერაცია“ გიდების უფასო გადამზადების პროგრამას სთავაზობს. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში „სტუდენტთა ფედერაციასა“ და აჭარის გიდების ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დაინტერესებულ პირებს შეუძლებათ გაიარონ პროფესიული გადამზადების კურსი და მიიღონ ხარისხის შესაბამისი სერთიფიკატი. პროგრამაში რეგისტრაცია დაწყებულია და 31 იანვრამდე გაგრძელდება. გიდების გადამზადების კურსი 1-დან 20 თებერვლის ჩათვლით განხორციელდება.